საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები 4 საათის მოცემულობით ასეთია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 28%
„ევროპული საქართველო“ – 5%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%
„ლელო საქართველოსთვის“ -3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
„გირჩი“ -3%
ცნობისთვის, ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არის შესაძლებელი.
წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ატარებს.
Edison Research-ის შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.