“ევროკავშირის გულში დამნაშავესთან შეხვედრა შეურაცხყოფაა” – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

“ევროკავშირის გულში გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას სულაც არ ასხივებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა”, – დაწერა პაპუაშვილა Twitter-ზე. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს, მათ შორის, კრამონს, კუბილიუსს, ფოტიგას, გალერს და ვოლსკის შეხვდა.

სააკაშვილის თქმით, შეხვედრები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას შეეხო.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share