პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი, თორნიკე გორდაძე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოპოზიციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს:
“მოვიცალე როგორც იქნა 5 წუთი დასაწეერად იმაზე თუ რაში არ ვეთანხმები ზოგიერთ ჩემს მეგობარს და ძალიან კარგ ადამიანს. ჩემი სუბიექტური აზრია მეტი არაფერი.
1. არ ვფიქრობ რომ სწორია დღევანდელი ოპოზიციის გრეჩიხასთან შედარება. ნუთუ გრეჩიხა აღარ გახსოვთ? არც სააკაშვილი, არც ბოკერია, არც ზურაბ ჯაფარიძე, არც ხაზარაძე, ვაშაძე უფროსი და უმცროსი, ელენე ხოშტარია, მიკა მელია და ა შ… არ არიან გრეჩიხა. ამ ადამიანებს შეუდარებლად დიდი გაქანება აქვთ. რა აერთიანებთ ამ ადამიანებს გრეჩიხასთან გარდა პარლამენტის ბოიკოტირებისა? არაფერი სხვა.
არც ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო რეპუტაციაა კარგი, ძალიან კარგად გვახსოვს ბოლო ორ წელიწადში როფორ აფასებდნენ სიტუაციას საქართველოს მეგობრები ევროპასა და ამერიკაში. 2008 წელს კი ჯერ კიდევ საკმაოდ ქონდა სააკაშვილს დასავლეთის თვალში ვარდების რევოლუციის ლიდერის და წარმატებული რეფორმატორის პოზიტიური აურა. აქვს ეს ივანიშვილს?
2. პარლამენტში არ შესვლა არ მგონია იყოს იმ მილიონამდე მოქალაქისთვის სილის გაწნა რომლებმაც ხმა ოპოზიციას მისცეს. უფრო პარლამენტში შესვლა და ოცნება-ცესკოს დაწერილ შედეგზე დათანხმება გააცოფებს ამომრჩეველს. ამას უფრო აღიქვამს ეს ხალხი შეურაცხყოფად. და მე მგონია ამ მილიონამდე ამომრჩევლის აზრიც უფრო ბოიკოტს ემხრობა. რასაკვირველია ამომრჩეველთან მუშაობა არ უნდა შეჩერდეს ერთი წუთითაც. გუშინაც დავწერე რომ ოცნებისთვის ზმის მიმცემებთანაც. მორალური უპირატესობა ოპოზიციის მხარეზეა და ამას გამოყენება უნდა.
3. ველურები ხომ არ ვართ? აგერ ეუთოს დასკვნას უნდა დავმორჩილდეთ- მეგობრებო ველურობა ეუთოს დასკვნის კრიტიკა კი არ არის, არამედ არჩევნების ამ სახით ჩატარება, შავების და ძველი ბიჭების მობილიზება, ხახვის და კარტოფილის დარიგება, 50 ლარად ხმების ყიდვა და კიდევ მრავალი რამ. ეს არის ველურობა. გაუგებარი იქნება ხვალ რომ ბრიტანელმა ლეიბორისტებმა, გერმანულმა SPD ან საფრანგეთის მემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციამ გამოაცხადოს ბოიკოტი არჩევნებში დამარცხების შემდეგ. ამის არავითარი მოტივი მათ არ გააჩნიათ. ქართული დემოკრატია ასეთი მდგრადი და უნაკლოა? ნუთუ გასაოცარ დემოკრატიაში ვცხოვრობთ უკვე? დიახ, საქართველო არ არის თურქმენეთი და არც რუსეთი ჯერ, მაგრამ ევროპულ დემოკრატიამდე ძალიან, ძალიან ბევრი უკლია. მთავარი აქ არის ის რას ვფიქრობთ ჩვენ და მერე ამის მიხედვით მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დაუღალავი მუშაობა.
აქ აუცილებელია გაწონასწორებული არგუმენტების მოყვანა, რადგან რადიკალიზმი დასავლეთთან დიალოგში ყველაზე ნაკლებად ჭრის. მახსოვს რა გაფართოებული თვალებით უსმენდნენ ოცნებას 2012-ში როცა ივანიშვილი იძახდა რომ სააკაშვილი მსოფლიოში და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმის შემქნელი იყო. მყისიერად გაუგებარს ხდიდა მათ მიერ გამოთქმული კრიტიკის ნაწილს, რომელიც სიმართლეს შეიცავდა. ივანიშვილის რეჟიმის კრიტიკისას უნდა ვიყოთ “audible” ანუ გასაგები, გასაგონარი მათთვის, დასავლეთისთვის. ეს მიღწევადია ოპოზიციის ინტელექტუალური რესურსით დღეს. დამიჯერეთ ყველაზე დიდი არგუმენტი კი მათთვის იქნება მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა, რომელიც არის. აქ ერთი და ორი პარტია კი არ აცხადებს ბოიკოტს, არამედ ყველა! ყველა ლეიბორისტებიდან გირჩამდე, ეს იმდენად იშვიათია რომ ამის არ დანახვა არავის შეუძლია.
ეუთოს დასკვნის კრიტიკა მისაღებია და არა ისტერიულად მათთვის მოსყიდულების ძახილი. არ არის ეს ანტი-დასავლური ნაბიჯი. ტალიავინის დასკვნას თუ ბოლომდე არ ვიზიარებთ, ნიშნავს რომ ანტი-დასავლურები ვართ? მითუმეტეს რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ 2014ში სრულიად დაამტკიცა ჩვენი სიმართლე 2008 ში.
4. რა თქმა უნდა წარმატების მისაღწევად აუცილებელია საკუთარ ძალებში რწმენა, ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერაში რწმენა და მუდმივი მუშაობა. თუ ვფიქრობთ რომ ამის თავი არ გვაქვს, მაშინ ჯობს არაფერი ვქნათ. დავუწეროთ გულები ბელორუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და მეგობრებთან ჭიქა ღვინოზე ან ყავაზე გავიხსენოთ რა მაგარი რამ იყო მაინც ვარდების რევოლუცია.”- წერს გორდაძე.