მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის შემთხვევები არსებობს, ეს კრიმინალური დანაშაულია და სასამართლომ უნდა დაადგინოს.
მიტროპოლიტი კვლავ იმეორებს, რომ მეუფე სპირიდონმა პანსიონში ძალადობის შესახებ არ იცოდა.
“აქ ლაპარაკია 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე და მაშინ, როცა ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე, ეს არის გადაცდომა. მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, ლამის წარმოუდგენელია.
თუ ლაპარაკია მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ.
არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ გამოყენებული იყო [ფიზიკური შეხება], არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული. თვითონ ეს ბავშვები, რამდენადაც მე მოვისმინე მათი საუბარი, ამ ბავშვების ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა, რატომ ამბობენ ამას მე არ ვიცი, როგორ არ იცოდა, ესეც არ ვიცი”,-თქვა მეუფე ნიკოლოზმა.