საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.