„მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც გახარია იყო აქ ჩამოსული, მე რაც ზუსტად ვიცი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებისგან, ერთადერთ საკითხზე იყო აქ ჩამოსული. მას არ აინტერესებდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები, მას არ აინტერესებდა კრიმინალთან ბრძოლა, მას არ აინტერესებდა ვაჭრობა და სხვა ურთიერთობები..
მან კიევში გაატარა 48 საათი და ერთადერთ რამეზე იყო ლაპარაკი.. 48 საათიდან 40 საათი, როცა მას არ ეძინა, ლაპარაკობდა ერთადერთ რამეზე – მიხეილ სააკაშვილზე!..
ეს მე ვიცი დანამდვილებით.
ეს არის ჩვეულებრივი „შნირი!”.. ამას სხვა სახელი არა აქვს! ეს არის კაცი, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოც და ყველაფერი!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტი არაფრისთვის არ ჩამოსულა!
ამხელა ქვეყანაში ჩამოდიხარ, უკრაინაში..
იქნებ ისაუბრო იმაზე, რომ ქართველი ფერმერების პროდუქცია გასაღდეს..
იქნებ ისაუბრო იმაზე, რომ კრიმინალები არ მოძრაობდნენ აექთ-იქით..
იქნებ ისაუბრო იმაზე, რომ მეტი ტურისტები ჩაიყვანო..
იქნებ ისაუბრო იმაზე, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა გააღრმავო..
არაფერზე არ უსაუბრია ჩემს გარდა!
ეს ზუსტად ვიცი.. მე ხომ ჭორებს არ ვყვები..
სააკაშვილი.. სააკაშვილმა.. სააკაშვილს…
არ დაუშვათ მისი ჩამოსვლა საქართველოში..
მერე დაიბარა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც ცხოვრობს ევროპაში… მინისტრის კანდიდატს არჩევდა და მას შესთავაზა შს მინისტრის (თუ უშიშროების, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ.. ერთ-ერთ ძალოვან სამინისტროში.. ) მოადგილეობა… ეს კაცი მუშაობს ევროპაში უსაფრთხოების განხრით და ერთადერთი კითხვა ჰქონდა მასთან.. მე ვიცნობ იმ კაცს და მერე შემხვდა და მითხრა.. ერთადერთი კითხვა ჰქონდა მასთან – აი, სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს [საქართველოში] და ვთქვათ, შენ ხარ შს მინისტრის მოადგილე, აი, რას იზამდი?..
ამხელა პრემიერ-მინისტრმა დაიბარა და ეს ერთადერთი კითხვა დაუსვა.. როგორ შეიძლება ახლა ამ კაცის სერიოზულად მიღება?.. ჩვეულებრივად, იყო შემსრულებელი ბატონის დავალებების..
თუმცა, მას რა თქმა უნდა ორი ბატონი ჰყავს.. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურთან პირდაპირი კავშირები აქვს.. იმიტომ, რომ ჩემი თემა, საქართველოში დაბრუნების, რუსებს არანაკლებ აღელვებთ, ვიდრე ივანიშვილს.. ამიტომ რაღაც მომენტში მან ალბათ სხვა ბრძანება მიიღო მთლად ცენტრისგან..
მაგრამ, ნუ ახლა, როგორც ყოველთვის, რუსებს არ გაუმართლა.. ხან ერთი ჰყავდათ სრული უნიჭო, ხან მეორე, ხან მესამე”..
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის ეჭვებზე, გახარია- სააკაშვილის “გადატრიალების გეგმის” შესახებ.