მიხეილ გოგოტიშვილი: “უნდა გვყავდეს მერობის საერთო კანდიდატი და ის უნდა იყოს “ნაციონალური” მოძრაობიდან”

” მიმაჩნია, რომ ოზურგეთის მერობის პოსტზე ოპოზიციას უნდა ყავდეს საერთო კანდიდატი და ის უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ცნობილი სახე, ჩვენ “ევროპული საქართველო ამ პოზიციაზე ვართ, რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ უნდა შევთანხმდეთ და ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ’

ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ადგილობრივმა ლიდერმა, მიხეილ გოგოტიშვილმა, დღეს, “გურიის მოამბესთან”სატელეფონო საუბარში საუბარში, გააკეთა.

მისივე განცხადებით, ეს კანდიდატი უნდა იყოს არა “ნაციონალური მოძრაობიდან” უბრალოდ დასახელებული, ვინმე უპარტიო, ან ახალი სახე, არამედ პარტიის აქტივისტი.

გოგოტიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია შეძლებს შეჯერებას როგორც საერთო კანდიდატზე, ასევე საერთო მაჟორიტარებზე და “ქართული ოცნების” უმრავლესობა ადგილობრივ არჩევით ორგანოებში დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share