თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზეც უარი თქვან – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი “ლელოს” ინიციატივას, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნას დაიწყებს საკანონმდებლო ორგანო დატოვონ. ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ გასვლის შემთხვევაშიც ოპოზიციას უკან დაბრუნება მოუწევს.
“ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ იმდენად პრინციპულები იყვნენ და არ მოახდენდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუმცა შემოვიდნენ კიდეც, მოუწიათ შემოსვლა და ეხლაც თუ გავლენ, ისევ შემოვლენ.
ხელფასის მღებაზეც უარი თქვან მაშინ თუ გავლენ და როდესაც შემოვლენ შემდომ აღუდგეთ ხელფასი. ესეც არ მოატყუონ ხალხს, უთხრან, რომ არაფერში ხელფასი არ უნდა აიღონ, თუ აპირებ გავიდნენ, გზა ფართოა, მაგრამ მაინც მოუწევთ შემდგომ შემოსვლა”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
23 ივნისს “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს. ხაზარაძის ინიციატივას იზიარებს კახა ოქრიაშვილი.