არის თუ არა საფრთხე მიხეილ სააკაშვილი და მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა” საფრთხე ქვეყნისთვის, რაზეც დღეს პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს: “ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ნახევარი საქართველო გაანარკომანა, შესვეს ახალგაზრდები ამ სისაზიზღრეზე. ეს არის ის ხალხი, ვინც გაანთავისუფლა პოლიტპატიმრებად რუსეთის ჯაშუშები, ვინც ქართველი ოფიცრების სიები გადასცეს რუსებს, აიყვანეს წითელაშვილი და ვიდეოთი გადააღებინეს ყველაფერი, გამაგრებითი ქსელები რაც გვქონდა გაკეთებული და გაუგზავნეს რუსებს, მთელი საიდუმლო მასალები. ეს არის ხელისუფლება, ვინც რომა შამათავა დაალპო ციხეში, ეს არის მოღალატე ხალხი, ქვეყნის მოღალატე. ეს არის ის ხალხი, ვინც უნდა მოშორდეს საქართველოს. ჩვენ დროს ხალხი იყო დაცული და ახლა არიან დაუცველები. 9 წელი, 9 წელი იძახიან, აბა სხვა რა უნდა უთხრან ამ განადგურებულ, გაღარიბებულ ხალხს. ყველა საბოლოოდ დარწმუნდება შემოდგომაზე საქართველო ვის უფრო უყვარს-ივანიშვილს თუ მე. თვით ჩაბუდებულ ქოცსაც კი. საერთოდ არ მაინტერესებს ბევრი პოლიტიკოსის ლაპარაკი და ქარაქუცობა. მე მაქვს ახალი იდეები, დრაივი და ვეცრ ახალგაზრდასთან ერთად, წარმატებულ ხალხთან ერთად მე ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვისაც არ სჯერა, გაგვატარონ მე და ეს ახალგაზრდები. ამათ ბოლომდე შევუსრულებ”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველთან”.