გურული თავისი სარწმუნოებითა და ენით თითქმის იგივეს წარმოადგენს, როგორც მისივე თანატომელი ქართველია, მაგრამ ხასიათით, ტიპიურობით და თავისებურებებით იგი ძლიერ განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან. გურული უკიდურესად შთამბეჭდავია, აქვს ბრწყინვალე თვისებები – სწრაფი რეაქცია, სისხარტე და მოხერხებულობა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაული მათ ხასიათში არაფერია, თავისი ტიპით გურული ყველაზე უფრო ახლოსაა სემიტურ ტომებთან. ასეთი მფრთხალი ჩიტებივით გრაციოზული ბავშვები, ასეთი მამაცი სილამაზის მქონე მამაკაცები, ასეთი ნატიფი პროფილის ქალების ნახვა როგორიც აქაა კავკასიაში ძალიან ძნელია. თავიანთი მანერებითა და გრაციით გურული ქალები ძალიან ჰგავან სამხრეთელ იტალიელებს. გურული მამაკაცის ხასიათში გაბატონებული შტრიხია – არაჩვეულებრივი სისხარტე, აღგზნება, სიხალასე, ცნობის-მოყვარეობა და გატაცება. გურული ქალი უფრო მეტად თავისუფალია ვიდრე საქრთველოს სხვა კუთხეების ქალებია. მამაკაცები ქალებთან საუბარში ძალიან თავისუფალნი არიან და არ ეუხერხულებათ არანაირი აზრის გამოხატვა, ისეთიც კი როგორიც უხერხულია ევროპელებისათვის.
“ნაროდი როსიი” (1880 წელი) ანტონ გოგიაშვილი: გურია – ქალი და კაცი ღობესთან (1903 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა