ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, 17:00 საათზე იქ საგანგებო ბრიფინგს აანონსებს და ყველა მედიის წარმომადგენელს მოუწოდებს მივიდნენ.
ნიკა გვარამიას თქმით, მთავრობა ხვალ დილამდე უნდა გადადგეს.
“ყველა მედიას ვეპატიჟებით, 17:00 საათზე აქ გვაქვს ბრიფინგი და განვაცხადებთ რას ვაპირებთ რა გეგმები გვაქვს.
ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. მთავრობა უნდა გადადგეს ხვალ დილამდე, უპირობოდ, თავის პრემიერიან ყველაფრიანად და სუს-ის უფროსიანად, ეს მთავრობა უნდა გადადგეს წერტილი”,-თქვა ნიკა გვარამიამ.