სასულიერო პირი შემოქმედის ეპარქიიდან “გვარგამოცვლილი პოლიტიკოსების გამომჟღავნება”ს და “არჩევნების მეშვეობით უზნეოების ქვეყნიდან მოშორებას” ითხოვს

სასულიერო პირი შემოქმედის ეპარქიიდან, მაკვანეთის ეკლესიის წინამძღვარი და ოზურგეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგი მმა ვახტანგ თოხაძე “გვარგამოცვლილი პოლიტიკოსების გამომჟღავნება”ს და “არჩევნების მეშვეობით უზნეოების ქვეყნიდან მოშორებას” ითხოვს.
ამის შესახებ სასულიერო პირმა გაბცხადება ფეისბუკლის საკუტარ გვერდზე გააკეთა:
“აუცილებელია გვარგამოცვლილი პოლიტიკოსების გამომჟღავნება, რომლებიც საქრთველოს ინტერესების წინაამდეგ მოქმედებენ და უცხოეთიდან ფინანსდებიან”
წერს მამაო.
მამა ვახტანგი (თოხაძე) 5 ივლისის აქციაზე ორკების ცემის შედეგად დაღუპული ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასაც ეხმიანება და წერს:
“მიცვალებულის ტაშით გაცილება ალბათ რაღაც ახალია, ყოველ შემთხვევაში ქართლ ტრადიციაში მიღებული არ არის
შეიძლება სოდომისტების დაცვაში აღებული ფული, (ასეთი ეჭვი მაქვს) და ანგარების გამო იკადრეს ეს სიბინძურე, რად უნდოდათ სოდომისტების წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ამდენი პრაქტიკანტი ჟურნალისტი?, რომლებიც იქ შეკრებილ ადამიანებს დასდევდნენ კითხვებით: თქვენ პუტინისტი ხართ… მოკლედ მოქალაქეები წამოეგენ ამ პროვოკაციას და ატყდა ძალიან ცუდი, ცემეს ეს “ჟურნალისტები” და ოპერატორები და…
მერე ამ საცოდავი ბიჭის სიკვდილი და მერე ვნახეთ მიტინგები, გვარამიას (ყოფილი პროკურორის) ისტერიკული გამოსვლები, სადაც ლანძღავდნენ საპატრიარქოს და მთავრობის მეთაურის გადადგომას ითხოვენ…
უკან ვერ იხევენ, ან არ ანებებენ უკან დახევას სამწუხაროდ უცხო ქვეყნის ელჩების ჩართულობით და უფრო მეტ და მეტ შეცდომას უშვებენ. თამაშობენ ოჯახის ტრაგედიით არ ერიდებიან არც დედის ცრემლებით სპეკულაციას ან პატარა ბავშვების მმავალზე “ზრუნვის” საბაბით რაღაცას ამბობენ…
მიცალებული გაიტაცესო და ექსპერტიზაზე გადაუსვენებიათ დამოუკიდებელი ექსპერტიც ყოფილა საქმეში ჩართული… ანუ ხელიდან ეცლებათ ერთ ერთი ვერსია, რომ ცემით არისო მოკლული (ჯერ ჯერობით მაინც ამ ვერსიას იმეორებენ)…
და ესენი მორალზე საუბრობენ, მორალი და სოდომია პარადოქსია, ამათი შემხედვარე ხვდები ჩვენი დროების უზნეობა ამ ე.წ ჟურნალისტების შესრულებით ძველი რომს ტოლს არ დაუდებს…
აუცილებელია ტელევიზია, რომელიც სიმართლეს ეტყვის ადამიანებს და არ იქნება ისტრუმენტი ტყუილისა, ცილისწამებისა და ადამიანთ სულებზე ძალადობისა..
ამ მოვლენებმა კარგად გვიჩვენა ქართული პოლიტპარტიების რეალური სახე ის უზნეობა, რასაც ისინ მხარს უჭერენ..
სოდომია ეს არის როგორც რუის ურბნისის კრების განჩინებაში წერია, ღვთის გამამწარებელი
მადლობა ღმერთს გამოჩნდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების კიდევ ერთი პარტია .ლევან ვასაძის (რომელიც გაურკვეველ ვითარებაში მოწამლულია მაგრამ მადლობა ღმერთს საწადელს ვერ მიაღწიეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელი) არცერთ ჟურნალისტს არ მოსვლია აზრადაც ამ დანაშაულის გამო რაიმე ეთქვა
დიდი იმედია ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული და მზრუნველი პარტიები და მოძრაობები მოახერხებენ ერთიანი ფრონტის შექმნას და არჩევნების მეშვეობით ამ უზნეოებს მოვაშორებთ ქვეყანას” – წერს შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირი.
აღსანიშნავია, რომ მის ამ სკანდალურ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა საზოგადოების მხრიდან და მძაფრო კრიტიკული შეფასებები.
აღსანიშნავია, რომ მამა ვახტანგი სკანდალში რამდენიმე წლის წინათაც გაეხვა, როვა ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში, სადაც ის პედაგოგურ საქმიანობას ეწევა მოსწავლეები გაროზგეს.
გაროზგვასთან მისი უშუალო კავშირის გამო (ინიციატორი იყო) მას მღვდელმსახურება რამდენიმე თვით აეკრძალა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share