‘ჩვენ პარლამენტში შევედით მდუმარედ, პლაკატებით და ამას მოჰყვა ჩვეულებრივი ისტერია. ხანდახან მგონია, რომ ესენი ნორმალურები არარ არიან. ან იცით რა არის? ამ კაცმა (ივანიშვილმა) ესენი გადააქცია ჩვეულებრივ კორუფციონერ მომპარავებად და ახლა ეუბნება, ახლა იჯექით მაქ და თქვენივე მოპარული თქვენვე დაიცავით”-აცხადებს პარტია “კანონი და სამართალი’-ს ლიდერი, პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი ტვ “მთავართან”, სადაც ის დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა, როცა შსს მინისტრი ჯერ შეაპარეს პარლამენტში, შემდეგ კი ისევე ჩუმად გამოაპარეს:
“რა უნდა უპასუხონ ხალხს, როცა ამხელა უვედურება დაატრიალეს ქვეყანაში. აი, დეპუტატი დეპუტატზე ძალადობდა დღეს ხალხო. როგორც ველური ისე იქცეოდა, რომ თავი მოეწონებინა ივანიშვილისთვისა და ღარიბაშვილისთვის.
ქვეყანა არის უბედურების წინაშე. რუსული მართვის ხელისუფლება აზის მას. ერთი ნათელი წერტილი, გვირაბის ბვოლოს ჩანს ის, რომ მთელმა დასავლეთმა ნახა, რომ ოპოზიცია კი არ პროვოკატორობს, არამედ, ყველაფერს არღვევს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება. sos-ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ველით დახმარებას დასავლეთიდან, რომ საქართველოს გადაბარება არ მოხდეს რუსეთზე”-განაც ხადა ჩარკვიანმა.