“არანაირი ანტიეკლესიური და ეკლესიური ჯგუფების დაპირისპირება არ არსებობს. ამას ასე წარმოაჩენს ხელისუფლება, რომ მისი შემცირებული პოლიტიკური რეიტინგი ეკლესიის მცველად თავის წარმოჩენით გააზარდოს. მზად არის სახელისუფლებო ძალაუფლებისთვის გაწიროს ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო, მისი დემოკრატიულობა, მისი მომავალი.
სინამდვილეში კი:
არსებობს დაპირისპირება პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის, სადაც ხელისუფლება პრორუსულ ძალებს ემხრობა, ეხმარება და ეყრდნობა;
არსებობს დაპირისპირება პროდემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის და ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ძალებს უჭერს მხარს, აქეზებს და ემეგობრება;
არსებობს დაპირისპირება თავისუფლების მსურველ და მათ მოწინააღმდეგე ძალებს შორის, სადაც ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს უთანაგრძნობს;
არსებობს დაპირისპირება ლაღ, ნათელ, განათლებულ ადამიანებსა და ბნელებს შორის, სადაც ხელისუფლება ბნელების მხარესაა.
ამიტომ თავს ნურავინ მოიტყუებთ. ეს არის ღია ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლისთვის, რომელსაც საკუთარი კონსოლიდირებული ვასაძეებით, ღარიბაშვილებითა და მუჯირებით, მარშებითა და ასავალ-დასავლებით ეწინააღმდეგება რუსეთი.
ეს არის ჩვენი დროების დიდგორი და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ.
ავტორი: გიორგი მშვენიერაძე