“ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს მაგრამ იგივე ხდება, თუმცა უკუღმა. ახლა ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. იმ ოპოზიციონერებმა როგორ უნდა გვთხოვონ ეს ვინც 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა”.
განაცხადა პარტიამოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ფორმულასინფორმაციით, კვირის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს.
მსგავსი სტატიები:
ჩვენი განხილვის თემად ახალი არჩევნები რჩება- თაკო ჩარკვიანი
“ასეთი ჩახლართულია ჩვენი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობა”
“მედიატორი დარჩა,ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის”
“კობახიძე, დღეს ჩვენ ნაციონალებს გვეძახის”-ჭიჭინაძე
საქართველოს საქმეს გერმანიის მარშალის ფონდი განიხილავს
“რკინის ჯებირზე ხელების რტყმას თუ არ შეწყვეტენ, პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს”
ქეიფი ოზურგეთში კომენდანტის საათის დროს- ვინ იმყოფებოდა სუფრაზე მინისტრთან
ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა