საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როცა “ოცნების” მხარდამჭერი, ხატია დეკანოიძეს უწმაწური სიტყვებით მიმართავს, საკუთარ ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.
“აი, ასეთების იმედზე არიან დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიმტაცებლები და უზურპატორები – ამათ გარდა, პრაქტიკულად მათ არავინ არ დარჩათ, ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე. მათ სურთ, რომ ყველა ნორმალურმა დატოვოს საქართველო და მხოლოდ ასეთები დარჩნენ, ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვილია – ვერ ეღირსება! ყველაფერი, სულ მალე შემოტრიალდება. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა მოახერხოს დაორგანიზება და საკუთარი თავის დაცვა მოძალდეებისგან, კრიმინალებისგან, ყაჩაღებისგან – სხვანაირად, არაფერი არ გამოგვივა იმ პირობებში, როცა პოლიცია და სახელმწიფო აპარატი ხალხს, აღარ იცავს”-წერს სააკაშვილი.