ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ქართველი ხალხი ლიდერს ელოდება.
„ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო და ხელისუფლებას ბოლომდე ებრძოლა. მან უშიშრობის მაგალითი გვაჩვენა” – ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ეს ნიკოლ პაშინიანზე თქვა – 2018 წლის აპრილში. სულ მალე 30 აპრილს პაშინიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაასახელეს. რევოლუცია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიერ სიტყვის გატეხვამ და პრემიერად არჩევამ გამოიწვია, რამდენიმე კვირაში წარმოუდგენლად დიდი ცვლილებებით დამთავრდა.
ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოშიც სწორედ ასეთ ლიდერს ელოდება დღეს ხალხი. დრო გამოაჩენს ვინ იქნება ეს ლიდერი,” – დაწერა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულზე “მთავარის” გენ.დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეწამყვანს უპასუხა:
“ახლა ლიდერი კი არა, ისიც კი მნიშვნელოვანია, დიასახლისი ბორშს გააკეთებს, თუ სპაგეტის. ყველამ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ “ოცნების” თვითგამოცხადებული მარცხი რეალურ მარცხად და ქვეყნის გადარჩენად და გათავისუფლებად ვაქციოთ” – აღნიშნა გვარამიამ.