ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ავღანელი ქალია, რომელსაც ჩანთაში ბენზინით სავსე ბოთლები და ასანთი უპოვეს.
საბერძნეთში ხანძარს უკვე მეორე კვირაა ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი სიცხე და ქარი ართულებს. დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის ერთი მოხალისე მეხანძრე, ორი მეხანძრე კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ევაკუირებულია ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები. ყველაზე რთული მდგომარეობა ათენის მახლობლად მდებარე კუნძულ ევიაზეა.