“გურიის მოამბის” ექსკლუზიური ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” ჩოხატაურში მერობის კანდიდატად ნონა სიხარულიძეს განიხილავს.
სიხარულიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს: – შემოთავაზება არის და მიმდინარეობს კონსულტაციები. რამდენიმე დღეში ყველაფერი გახდება ცნობილი, – გვითხრა სიხარულიძემ.
ნონა სიხარულიძე ჩოხატაურის მერიის მოქმედი თანამშრომელია.
ის სოციალურ სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს.
მანამდე კი 10 წელზე მეტი ჩოხატაურში, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა