სპორტსმენების შენაერთი ძმები თალაკვაძეების დავალებების შემსრულებლად – ოზურგეთის მერი ზეწოლაზე საუბრობს

“ოზურგეთი არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისში წარუმატებელ ადამიანებს რომ აგზავნიან გამოსასწორებლად. აქ ცხოვრობს გონიერი, განათლებული, შრომისმოყვარე, წარმატებული ადამიანები და წარუმატებელ ხალხსმ რომლებიც ყველამ ვიცით რატომ ჩამოაქვეითეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ვერანაირი შანტაჟით, დაშინებითა და ტერორით, რასაც ადგილი აქვს ძმები თალაკვაძეების მხრიდან, ასეთ ხალხს თავზე ვერ დაასვამენ”

ეს განცხადება ოზურგეთის მოქმედმა მერმა და დამოუკიდებელმა მერობის კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ, დღეს. ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შარაშენიძემ გააკრიტიკა ძმები თალაკვაძეები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ ადგილზე და ბრალი დასდო მათ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების ცემასა და დევნა შევიწროებაში, რაც მის ხელთ არსებული ინფორმაციით სპეც ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება, ამ ჯგუფებს კი ე,წ, “სპორტსმენთ შენაერთი” ახორციელებს ვინმე ცინცაძისა და როყვას ხელმძღვანელობით:

“რატომ ბრძანა დარბაზიდან მირჩევნია მოღვაწეობაო? რატომ ჩამოაქვეითეს ერთი, ან მეორე რატომ გამოაგდეს ჯანდაცვის სისტემიდან პირველივე თათბირზე? არ არის საინტერესო? არ შეიძლება ასე უკანონო მეთოდებით ბრძოლა, კეთილი უნდა ვინებოთ და რაღაცა თამაშის წესები დავიცვათ, არსებობს წითელი ხაზები რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ, რასაც ეს ძმები აკეთებს ყოველგვარ კანონს, მორალსა და ზნეობის მიღმა დგას”-თქვა შარაშენიძემ.

“სარეაბილიტაციო ცენტრში ვგულისხმობ იმას, რომ ისინი წარუმატებლები აღმოჩნდნენ სამწუხაროდ. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მოლოდინი, ჩვენი თანაქალაქელები იყვნენ მაღალ თანამდებობებზე, რა თქმა უნდა ეს კარგი იყო, მაგრამ ისინი დარჩნენ წარუმატებლები, გამოამჟღავნეს თავიანთი თავი დედაქალაქში, თავისი  სისულელეებით, მატყუარობით და დღეს ცდილობენ რა თავიანთი ქმედების გამართლებას, პატარა ბავშვებივით იქცევიან” დასძინა შარაშებიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share