ოზურგეთის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა, გამოარკვია რა რომ ტიტე მგელაძე არის ტრაბახა და თითქოსდა წყლის ავზები მოსახლეობას შეუძინა, მისი ეს განცხადება არის ტრაბახი და ხუმრობა.
მაშინ როცა “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მაჟორიტარმა კანდიდატმა ხელისუფლებიდან შეიძინა წყლის ავზები, სულ 30 ათასი ლარის ოდენობით და ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში გადასცა საჩუქრად ადგილობრივ მოსახლეობას და მთავარი ოპოზიციური ძალა ამ დარღვევის გამო ტიტე მგელაძის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვდა..
მომხდარს ოფიციალურ საუბრებში თავად მგელაძეც ადასტურებდა…
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტიტე მგელაძე არის ტრაბახა, მან ხუმრობით იცრუა, ის არის თვითმარქვიაც და ვინაიდან მან მხოლოდ იტრაბახა და იცრუა, რადგან ეს ავზები მისი ნაყიდი და ეს საქმე მისი გაკეთებული არ იყო, არჩევნებიდან მისი კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლებოდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) მთლიანად გაიზიარა “ქართული ოცნების” პოზიცია და დაასკვნა, რომ უნტერვიუს დროს ტიტე მგელაძე ტრაბახობდა და ცრუობდა – აქედან გამომდინარე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის სარჩელი არც ერთ ნაწილში.
ცნობისათვის-დღეს ოზურგეთის რაიონული სასამართლო, რეგისტრაციიდან, ოზურგეთის მერობის “ქართული ოცნებიდან” კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძისა და ასევე “ქართული ოცნებიდან” ძიმითი-ნაგომარი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე მგელაძის კანდიდატურების მოხსნის საკითხს განიხილავდა.
სარჩელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოში, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, კერძოდ მისმა წარმომადგენელმა, თათია ნიკოლაიშვილმა, შეიტანა.
მოსარჩელეები ორთავე პირს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
სოფელ ძიმითში, “ქართულმა ოცნებამ” მე-4 ბრიგადაში აიტანა და მოსახლეობას გადასცა წყლის ავზები, რომელიც წყლით 70-მდე ოჯახს უზრუნველყოფს. მომხდარი კი საკუთარ თავზე მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ აიღო:
“მე ვიყიდე 7 200 ლარად ეს ავზები და მე ვამონტაჟებ წყალს, 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ვაპირებ ამას, ეს ჩემი დანაზოგი სახსრებით გავაკეთე, ვერანაირ კანონდარღვევას ამაში ვერ ვხედავ, ჩემი ვალდებულებაა ვემსახურო ხალხს და რაც შემიძლია ის გავუკეთო, მერე რა რომ არჩევნებია” აცხადებს ტიტე მგელაძე.
ქართული ოცნების მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი ძიმითი, ასკანისა და ნაგომრის საარჩევნო ოლქში, ტიტე მგელაძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საკუთარი ფულით, წყლის ცისტერნები იყიდა და სოფელში, ერთ_ერთ უბანს საჩუქრად გადასცა.
კანდიდატი ამბობს, რომ ამაში არაფერია გასაკვირი და აკონკრეტებს, რომ ასე ხალხის საკეთილდღეოდ მოიქცა.
ის, რაშიც პრობლემას ვერ ხედავს ოცნების კანდიდატი, დანაშაულია ოპოზიციისთვის.
ოზურგეთში, მერობის კანდიდატები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების მოგებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის გამო კანდიდატი რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნან და ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
შესაბამისი საჩივრით ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიმართა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას.