ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ის პოლიტიკური კომენტატორი და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ტომ როგანი წერს, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქვეყანაში ორ-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასაც უნდა შეხვდეს.
“სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაიკ პომპეოსგან შეხვედრის შესახებ შეთავაზება არ მიუღიათ. ეს აშშ–ის წარმომადგენლების წინა ვიზიტების ფონზე, ნამდვილი ნაპრალია, საქართველოში საარჩევნო არეულობის პრობლემას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, რაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას დემოკრატიიდან შორს ყოფნაზე მიუთითებს.” – წერს როგანი.
ის სტატიაში აცხადებს, რომ ამჟამად ყველაზე საგანგაშო საკითხი 31 ოქტომბრის სადავო არჩევნებია, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
“მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კვლევებით ქართულ ოცნებას სტაბილური უპირატესობა ჰქონდა, არჩევნების დღეს პარტიამ მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შედეგი არ მიიღეს. მათი შეფასებით, საარჩევნო “კარუსელებმა” და ამომრჩეველთა დაშინებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რამაც მმართველ პარტიას უსამართლო უპირატესობა მოუპოვა”, – წერს როგანი.
მისი განცხადებით, IRI-ის ანგარიშები ადასტურებს, რომ საარჩევნო უბნებზე ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩევლების საერთო რაოდენობას, ისევე როგორც, მრავალ შემაჯამებელ ოქმში აშკარა იყო გულგრილობა გაყალბების ფაქტების მიმართ.
როგანი ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებზე დამკვირვებელი სამი მთავარი ორგანიზაციის საჩივრების მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
იან კელის მხრიდან ოპოზიციასთან არშეხვედრას შეცდომად აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელიც.