“ქართულ ოცნებს მე აღარ ველაპარაკები, ქართული ოცნება არის კოლექტიური თიკა კანდელაკი და ქართულ ოცნებას რომ პასუხი გავცე გამოდის, რომ მეორე პასუხი თიკა კანდელაკი რომ დაწერს, ან ჟირინოვსკი, იმათაც პასუხი უნდა გავცე. არ ველაპარაკები, შერაცხადობის პრობლემა აქვს უკვე სრულიად ამ კოლექტივს, ერთიანად.
ამიტომ ველაპარაკები იმას, ვისაც ჭკუა მოეკითხება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილს, მეტი ადრესატი ჩემს მიმართვებს არ ჰყავს. ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, დაუბრუნდით რაციონალური განსჯის რეჟიმს, ინსტიქტების რეჟიმს, მიიღეთ გადაწყვეტილება დროზე, გამოუშვით მიხეილ სააკაშვილი და გაწიეთ ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი თქვენ აღარ გაქვთ”.
თქვა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.