“ესენი არ მოელოდნენ, რომ ასე “წაასხამდნენ”- განაცხადა ვიდეოჩართვისას “ქართულ ოცნებაზე” ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
“ოპოზიციამ აიღო მინიმუმ 60%. ესენი არ მოელოდნენ, რომ ასე “წაასხამდნენ”. ივანიშვილმა რომ გახსნა, განსაკუთრებით თბილისში უბნები და პანიკაში ჩავარდა, ხელით გაწერა, საოცრებები ჩაიდინა, საოცრებები. მანიპულაციები შევარდნაძის დროს ძალიან დიდი ხდებოდა, არ გამოვრიცხავ, რომ ცალკე აღებულ რომელიმე რაიონში ჩემს დროსაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად, მე თვითონ ვდევნიდი ამას.”