ოპოზიციის მტკიცებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფეხოსანი პატრულიც ჩაერთო.
ამის შესახებ განცხადება მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნაგომარი-ძიმითი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში შალვა თავდიშვილმა ” გურიის მოამბესთნ” საუბრში გააკეთა. მისი მტკიცებით, პოლიციელები ზეწოლას ანხორციელებენ სკოლამდელი დაწესებულებების და საჯარო სკოლების ადმინისტრაციაზე,რის შემდეგაც ადმინისტრაციები იძულებულნი ხდებიან, პოლიციელებს მიაწოდონ სრული შემადგენლობა, თუ რამდენი ბავშვი არის მაგალითდ ბაღში,მათი მშობლების კოორდინაციები,მისამართები,ტელეფონის ნომრები,ასევე ბაღის თანამშრომლებისაც. მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი სკოლებშიც.
შალვა თავდიშვილის განცხადებით, ამას სოფელ ძიმითში უმცროსი ლეიტენანტი იური სალუქვაძე ანხორციელებს.,რომლის მხრიდანაც ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა სკოლის დირექტორსა და ბაღის მენეჯერზე.
ოპოზოცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია მეორე ტურში მასიურ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს. ამის ნათელი მაგალითია გუშინ ძიმითში მომხდარი ფაქტი,როცა ბაღებსა და სკოლებში ფეხოსანი პატრულის წარმომადგენლები ანუ სოფლის რწმუნებულები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ პოლიციის უფროსის ლევან ხარაბაძის დავალებით მოქმედებენ.