ოზურგეთელი პედაგოგი, ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წინასაარჩევნო გარემოზე წერს და დღევანდელი და გასული საუკუნის ამომრჩევლების სამოქალაქო პასუხისმგებლობას შორის პარალელს ავლებს:
“თვითმმართველობის ისტორიიდან.
100 წლის წინ საქართველო დემოკრატიის პატარა კუნძული იყო.
1919 წლის დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 5 დეპუტატი ქალი შევიდა. საერობო არჩევნები ჩატარდა და თვითმმართველობები მოქმედებას შეუდგნენ.
1920 წელს საქართველოს დარჩენილ ოლქებში საერობო არჩევნები შედგა.ბოლო არჩევნები ჩატარდა ყარაიზის მაზრაში( გარდაბნის მუნიციპალიტეტი) , სადაც ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა იყო.
პარტიულ ჭიდილში, უპარტიო კანდიდატმა, მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ სოფიევამ გაიმარჯვა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიზის ოლქიდან.
როგორ მოახერხა 34 წლის უპარტიო კანიდატმა არჩევნებში გამარჯვება???
დასკვნა:
საუკუნის წინ სამოქალაქო ცნობიერება იყო მაღალი და ქვეყანა იდგა დემოკრატიულ საწყისებზე.
დღეს დეპუტატების და მერების არჩევა რეკეტიორების, უგუნური, უპრინციპო საჯარო მოხელეების, ასევე მოსყიდულ და უპასუხისმგებლო ამომრჩევლების ხელთაა.( მცირე გამონაკლისის გარდა)”-წერს გორდელაძე.