ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, თეატრის გვერდით მდებარე 12 სართულიანი კორპუსის სახურავზე ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება და თვითმკვლელობით იმუქრება.
მასთან ახლოს იმყოფებიაან ოჯახის წევრები,რომლებიც ცდილობენ მის გადარწმუნებას.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რა მოთხოვნა აქვს ან რის საფუძველზე აპირებს ახლგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას , უცნობია.
პოლიცია და სამაშველო სამსახური ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცის დარწმუნებას და მისი სიცოცხლის დაცვას.