დავით მჟავანაძე – დავუჭერთ თუ არა მხარს შარაშენიძეს ეს გადაწყვეტილი არ არის მისგან მეტ კონკრეტიკას ველი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე, “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებს, რომ მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს ამ ეტაპზე კონსტანტინე შარაშენიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

რედაქცია მჟავანაძეს დღეს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული შეთავაზების შემდეგ დაუკავშირდა და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციით დაინტერესდა:

“არჩევნების მეორე ტურამდე სულ ცოტა დრო დარჩა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა უნდა დააზუსტოს ბევრი რამ და მეტი კონკრეტიკით გვესაუბროს, თუ როგორ წარმოუდგენია კოალიციური მთავრობა და სად ხედავს ოპოზიციური ძალების როლს, ასევე მან უნდა დააკონკრეტოს ამა თუ იმ თანამდებობებზე, მაგალითისათვის ვიცე მერის პოსტზე, ვის კანდიდატურებს განიხილავს’ – გვითხრა მჟავანაძემ.

მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილობრივი ლიდერი ვარაუდობს, რომ პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, დღის მეორე ნახევარში გაასაჯაროვებს, რადგან, მისი თქმით სწორედ ამ დროისათვის შეძლებს “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტილების მიღებას.

ცნობისათვის: დღეს, ოზურგეთსი, გურიის ადმინისტრაციული ცენტრის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთის ერთობლივი მართვა შეთავაზა:

“გთავაზობთ შევქმნათ ახალი მართვის მოდელი- ,,სამოქალაქო მთავრობა „ ამ მიზნით მოვუწოდებ და თანამშრომლობის ხელს ვუწვდი უკლებლივ ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს , პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს , უბრალო მოქალაქეებსა და მეურნეებს, ვისაც უყვარს ოზურგეთი და მზად არის უანგაროდ იბრძოლოს მისთვის… მე გთავაზობთ მართვის სრულიად ახალ და გამჭვირვალე სტილს , სადაც მთავარ ფასეულობას ოზურგეთი და ოზურგეთელები წარმოადგენენ.. თითოეულ თქვენგანს შეუძლია გახდეს აღმშენებლობის თანამონაწილე და თქვენი წვლილი შეიტანოთ ოზურგეთის განვითარებაში… მე გაძლევთ შანსს აიღოთ რეალური მართვის სადავეები , გადავინაწილოთ თანამდებობრივი პასუხისმგებლობები” მთქვა ბრიფინგზე გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში შარაშენიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share