პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღეს.
ინფორმაციას და ფოტოებს ფორმულა ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი.
შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ სცენის შეტრიალებაზე უარი ორგანიზატორებმა თქვეს:
“ვეუბნებით ალტერნატიულ ადგილს, მაგრამ ამ ალტერნატიულ ადგილზეც გვეუბნებიან უარს”.
მსგავსი სტატიები:
“სტამბაში იკრიბებიან ოკუპანტი ღორები!” – აქცია თბილისში
“ძალიან ყარს უკვე ივანიშვილის წუმპე”
“გზის შეკეთება დაიწყეს, მაგრამ თანხა ხომ ზედმეტად იხარჯება”?-სანამ სატვირთოები ნებაზე მიშვებულია
სამშობლო თუ სტუმარ-მასპინძლობა-რას ფიქრობს ელისო ბოლქვაძე პოზნერის ვიზიტზე
საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ
სააკაშვილი: თბილისიდან უშიშროება ცდილობს ჩემი მობილის გატეხვას
“ნუ მოაწერთ ყალბ ოქმებს ხელს” – ირაკლი ღლონტი კომისიის წევრებს
“ქართული ოცნების” ოფისი დაკეტეს და ნაგავი მიაყარეს