ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ოპოზიციამ პირობა უნდა დადოს, რომ არ იაქტიურებს მის მარშრუტებთან, შემდგომში კი საჯარო სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს:
“არაპოპულარული აზრი:
სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი პირველ რიგში ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელი ხდება აქტიური პოლიტიკური ზედნადების გამო.
შესაბამისად, ამოცანა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ დავაშორიშოროთ ეს ორი თემა?
1. სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში იმ დათქმით, რომ ოპოზიციას არ ექნება კლინიკასთან და შესაბამის მარშრუტებთან პოლიტიკური აქტივობის მცდელობა.
2. შემდგომში უზრუნველყოფილი იქნება ღია, საჯარო სასამართლო პროცესების ჩატარება, მათ შორის ტრანსლირებით, იგივე დათქმით, რომ ოპოზიცია არ შეეცდება ობსტრუქციის მოწყობას სასამართლოებთან და ეტაპირების პროცესში.
ეს არ აუქმებს მწვავე პოლიტიკურ პროცესს, თუმცა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და გამორიცხავს პოლიტიკურ სპეკულაციას ორივე მხრიდან.
ვინც ამაზე უარს იტყვის, სწორედ ის არის სააკაშვილის პოტენციური მკვლელი.“– წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.