ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კუთხის საამაყო წარმომადგენელი, ქართული ფოლკლორის მოამაგე, დიდი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ასევე ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი გახლდათ.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.