დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 7 თვის ბავშვი დაინფიცირდა.
ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახისსამი წევრიც, მამა, ბებია და ბაბუა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“დღეს ინფიცირებული გვყავს 7 თვის ბავშვი, რომლის ოჯახის სამი წევრი, მამა ბებია და ბაბუა ასევე კოვიდადებითია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რამდენიმე წლამდე ბავშვი გვყავს მუნიციპალიტეტში ინფიცირებული.დღეს 10 წლის ბავშვიც დაგვემატა, კიდევ კარგი სკოლები ონლაინ სწავლებაზეა გადასული, რამაც მოზარდებში დაინფიცირების რიცხვი ცოტათი შეამცირა.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 78 შემთხვევა დადასტურდა.