ამასთან, ოქტომბერში მსოფლიოს მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასი 3%-ით გაიზარდა სექტემებრთან შედარებით, რაც მაქსიმალური ზრდის მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ.
რაც შეეხება საქართველოს, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ფასები მხოლოდ 4 საკვებ პროდუქტზეა შემცირებული. კერძოდ, საკვები პროდუქტები, რომელზეც წლიურად ფასები შემცირდა, შემდეგია:
- მანდარინი – 16,85%-ით;
- ლიმონი – 14,37%-ით;
- ხახვი – 2,61%-ით;
- ყავა კაფეში – 0,46%-ით.
ცნობისთვის, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები 12.8%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.