ქვეყანა, რომელიც კარებს უკეტავს ევროპას, კარებს უღებს რუსეთს-უგულავა

”ქართული ოცნების უვარგისობის გამო, არ უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, კი დაისჯება ქართული ოცნება, მაგრამ დაისაჯოს შეიძლება რიგითი ქართველი, რიგითი თანამოქალაქე, რომელსაც უჭირს, ეს არის ჩვენთვის მთავარი, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ არის ცოტა დრო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყოველი დღე. მომდევნო კვირა იქნება უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში და არა მარტო, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა [მიხეილ სააკაშვილს] და საერთოდ როგორ განვითარდება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად ქართული ოცნება უკეტავს კარებს ევროპას და უნდა გვესმოდეს, ქვეყანა, რომელიც კარებს უკეტავს ევროპას, ის კარებს უღებს რუსეთს. ეს ასე არის, ამიტომ, ეს აღარ არის მხოლოდ ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ რისთვისაც ვიბრძოლეთ და თავისუფლება მოვიპოვეთ აი ის არ უნდა დავკარგოთ და რა თქმა უნდა, ამ საქმეში მედროშე არის დღეს მიხეილ სააკაშვილი.”- თქვა გიგი უგულავამ ენმ-ს აქციაზე ფორმულასთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share