საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 071-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 366 ადამიანი, 34 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 314 შემთხვევა;
- აჭარა – 523;
- იმერეთი – 264;
- ქვემო ქართლი – 104;
- შიდა ქართლი – 44;
- გურია – 106;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232;
- კახეთი – 214;
- მცხეთა-მთიანეთი – 165;
- სამცხე-ჯავახეთი – 84;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 712, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.
3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში, 2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 231 პირი, აჭარაში – 13 768, იმერეთში – 4 951.
დღეს 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889-ს შეადგენს. აქედან 95 581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.