საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი, 4 804 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 987 კვლევა, აქედან 32 808 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 179 PCR-ით. 24 ნოემბერს აიცრა 9 398 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,17%-ია, ბოლო 14 დღის – 9,06%-ია, 7 დღის – 9,06%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 623 შემთხვევა;
- აჭარა – 184;
- იმერეთი – 822;
- ქვემო ქართლი – 245;
- შიდა ქართლი – 428;
- გურია – 86;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326;
- კახეთი – 311;
- მცხეთა-მთიანეთი – 140;
- სამცხე-ჯავახეთი – 133;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 826 714 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 768 559 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 736 კი გარდაიცვალა.