აი, ეს არის მეგობრებო ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიხსენებ, ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის რომ დაგვენდო. ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ რამდენიც გინდათ ამ გულახდილობისთვის. ეს იყო შეცდომა, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ამით დავაკარგვინეთ ბევრი დრო, ჩვენ დავხარჯეთ ჯანმრთელობა ამაზე, დავხარჯეთ ნერვები და დრო. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა მისცემოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. ” – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში თაკო ჩარკვიანთან შელაპარაკებისას, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას კოჰაბიტაციის შესახებ. კოჰაბიტაციისას პრეზიდენტი სააკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენდნენ.