ამ დრომდე არ განმარტავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი უფროსი და არჩილ თალკვაძის ძმა, ავთანდილ თალკვაძე, რა გახდა ეკატერინე ტიკარაძის მიერ მისი გადაყენების მიზეზი. შეკითხვებს არც ოჯახის წევრები პასუხობენ.
აქვე გეტყვით, რომ ავთანდილ თალაკვაძეს ეხებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა – აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ მისი გადაყენება ეპიდემიის პირობებში ბრიგადების არასწორად მართვა გახდა.
გადაყენების ერთერთ მიზეზად უწყების კორუფციული გარიგებები და ფინანსური გადაცდომებიც სახელდება.
თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო უთანხმოება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა გამოიწვია.
“მე პირადად ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუმცა არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს – ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ესაა დაპირისპირების მიზეზი”, – ამბობს ეკა ბესელია.
“როდესაც ვხედავ, რომ ასეთ თანამდებობაზე მყოფი პირი ეპიდემიოლოგიურად მძიმე პერიოდში გადადგა, ვფიქრობ, რომ ადამიანმა გააცნობიერა თავის პასუხისმგებლობა და მიხვდა, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგროც საჭიროა. ფაქტია, რომ ვერც ჯანდაცვის სამინისტრო ვერც ხელისუფლება ვერ უმკლავდება კრიზისს”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
“ერთი საკითხია ვინ რა ვერ გაიყო კორუფციულად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბარტყების გადმოგდება, საკუთარი დანაშაულის ვერდაფარვა და გადაბრალება შედარებით ქვემდგომ კორუფციონერებზე, როგორიც არის ავთანდილ თალაკვაძე. დარწმუნებული ვარ, ამ მდომარეობაში მალე ტიკარაძესა და გახარიასაც ვიხილავთ”, – თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, ავთანდილ თალაკვაძე ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.