ყაზახეთში, ასტანაში მყოფი ქართველი ქალი “მთავარ არხს” დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის იმყოფება ერთ-ერთი რესტორნის სარდაფში და ვერ ახერხებს გამოსვლას.
ის ამბობს, რომ ვერც საგარეო საქმეთა სამინიტროს ამუშავებულ ცხელ ხაზზე ახერხებს დაკავშირებას.
“რესტორნის შენობაში ვიმყოფებით, დიდი უშველებელი რესტორანია, ჩაკეტილები სარდაფში. სროლების ხმა ისმის, არ ვიცით რა დროს შემოვარდებიან და რა დროს რა იქნება არ ვიცი. ინტერნეტი არა, WI-FI არა, ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ჩაკეტილები ვართ სიბნელეში, გარეთ ვერ გავდივართ, შიგნითაც ვერავინ ვერ შემოდის. აქ ქართველი მეტი არავინაა, მე ვარ მარტო ქართველი, დანარჩენი ყაზახები არიან, ისე აქ გარშემო ბევრი ქართული რესტორანია და ყველგან ქართველები არიან”,- ამბობს მოქალაქე.
ცნობისთვის, ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქში სროლა მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათობით მოკლულის ცხედარი პირდაპირ ქუჩაშია მიტოვებული