იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან ისევე, როგორც მისი წინამორბედი შტამებისგან :
“და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:
– მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის;
– დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე;
– შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი;
– შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება;
– შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის;
– თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი…), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში;
– შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია;
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო, ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქზე”.