ამ წუთებში ხმაურია ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.
ერთმანეთს ‘ოცნების” და ‘ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დაუპირისპირდნენ, რის გამოც სხდომა შეჩერებულია.
დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების მატების საკითხს განიხილავენ, რასაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან უზნეობად მიიჩნევს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და მათი მოადგილეების ხელფასმა 5 ატას ლარზე მეტი უნდა შეადგინოს.
“ხალხს ამდენი პრობლემა აქვს, შიათ, ყველაფერი გაძვირებულა…გზები ვერ გაგიწმენდიათ და შუქი არა აქვს მოსახლეობას და თქვენ პირად კომფორტზე ზრუნავთ”-ოპოზიციის ამ რეპლიკას განსაკუთრებული აგრესიიით ქეთი ხომერიკი გამოირჩევა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ფაქტობრივად ისტერიკაში ჩავარდა.