ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა თვლის, რომ ძირითადი მიმართულებებით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა, 17%-ისთვის არაფერი შეცვლილა და მხოლოდ 6%-ისთვის გაუმჯობესდა მდგომარეობა.
სიღარიბის აღქმა გაუარესდა იმ მოქალაქეებშიც, რომლებიც მხარს მმართველ გუნდს უჭერენ. ქართული ოცნების მხარდამჭერების 51% თვლის, რომ სიღარიბის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, 29% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო 19%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა.
NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.