5 დეკემბერს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და იმერეთში ფიქსირდება.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, რის შემდეგაც გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
შემთვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით, ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში – 453, იმერეთში – 931, ქვემო ქართლში – 339, შიდა ქართლში – 528, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
დღეს გამოჯანმრთელდა 2 036 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1241 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 6671.