„კახეთიც აამღელვარა თავისუფლებისთვის მებრძოლი გურიის განსაცდელმა. კახეთმაც ხმა ამოიღო და ადგილობრივ მთავრობას გურულების საქმეში თავისი გადაჭრილი სარჩელი გამოუცხადა. სოფლის წარმომადგენლები ცხენდაცხენ ჩამოვიდნენ ტფილისში, თანაგრძნობა გამოუცხადეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გურიის გამსარჩლების საქმეში, მივიდნენ გაზეთის რედაქციებში და მათ გურულების გამოსარჩლება დაავალეს, გამოცხადდნენ ნამესტნიკთან. შეხვედრაზე კახელების წარმომადგენელმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერლმა იოსებ იმედაშვილმა ვორონცოვ-დაშკოვს ასე მიმართა: უკან ქალაქს 5000 კაცი ამომდგარი გარე კახეთ-ივრის ხეობის გლეხობაა, რომელნიც, თუ სხვა ვერაფერი გააწყვეს, თავიანთ ძვლებს აქ დაჰყრიან. ”
ირაკლი მახარაძე