სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ოზურგეთის საკრებულოში პოლიციის მიერ უკანონოდ შეჭრასა და დეპუტატების საკრებულოს სხდომიდან გამოძევებასთან დაკავშირებით, საქმის მოკვლევას განაგრძობს.
ამ წუთებში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებს ელოდებიან. სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლები აგრძელებენ მოკვლევას ოზურგეთის საკრებულოს პირველ სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით, როცა სხდომაზე, ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია გამოაძევეს, შემდეგ კი დეპუტატ შალვა თავდიშვილზე ფიზიკურად იძალადეს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ინსპექტორის თანამშრომლები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხავენ ოზურგეთის საკრებულოს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც.
როგორც ადგილზე გვითხრეს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლები გამოკითხავენ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს – ბადრი კილაძეს და გოჩა შილაკაძეს, რომლებიც ამ წუთებში, სწორედ მათ ელოდებიან.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს პირველ სხდომაზე ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციიის წარმომადგენლები გამოაძევეს.