უკრაინას სააკაშვილის გადაცემა არ მოუთხოვი, მათთვისაც თავის ტკივილია – ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
”სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ გაჟღერებულა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ ყოფილა მთელი ამ დროის განმავლობაში და არც იქნება, მათ შორის, იმის გამოც, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. რა თქმა უნდა, ნაკლები, იქ იმდენი რესურსი არ აქვს, აქ არის ოპოზიციის ბელადი და იქ არ არის ოპოზიციის ბელადი, მაგრამ მაინც მათთვისაც არის თავის ტკივილი. არავითარი ინტერესიც არ ჩანს უკრაინის მხარის, რომ მათ გვთხოვონ სააკაშვილის გადაცემა, შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალური არ არის.” – განაცხადა კობახიძემ.