ფერმა სოფელ კონდოლში, სადაც გუშინ 10 თებერვალს, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა, ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ფერმაში.
როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს შელაპარაკება მწყემსთან მოუვიდათ, რის შემდეგაც ისინი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
cnews.ge