რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების სრულ ევაკუაციას გეგმავს.
ამერიკული მედიის ცნობით, ქვეყნის დატოვება საელჩოს ყველა თანამშრომელს მოუწევს. თუმცა, დიპლომატებმა შესაძლოა, უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან გადაინაცვლონ, რათა ამერიკამ დიპლომატიური წარმომადგენლობა შეინარჩუნოს.