უკრაინის დატოვება აშშ-ს საელჩოს ყველა თანამშრომელს მოუწევს

რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების სრულ ევაკუაციას გეგმავს. 

ამერიკული მედიის ცნობით, ქვეყნის დატოვება საელჩოს ყველა თანამშრომელს მოუწევს. თუმცა, დიპლომატებმა შესაძლოა, უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან გადაინაცვლონ, რათა ამერიკამ დიპლომატიური წარმომადგენლობა შეინარჩუნოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share