“ხელისუფლება ოფიციალურად გვეუბნება, რომ ლაჩრები უნდა ვიყოთ” – სანაია კობახიძეზე

ჟურნალისტი ვახო სანაია ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე  რუსეთთან ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და შიშს რუსეთის წინაშე დამაკნინებლად არ მიიჩნევს:
” ირაკლი კობახიძე :
შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს – იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. თუმცა შემდეგ – რომ შეეშინდათ – გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად.
—-
 ორი საკითხი.
პირველი : ხელისუფლება ოფიციალურად გვეუბნება, რომ ლაჩრები უნდა ვიყოთ.
მეორე : ვინც არ დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც ხელისუფლებიდან ომის დროს აქედან გაქცეული, ის იყო კოკა მორგოშია.
პრეზიდენტი გაიქცა ?
პარლამენტის თავმჯდომარე ?
პრემიერ-მინისტრი ?
თავდაცვის მინისტრი ?
უშიშროების საბჭოს მდივანი ?
დედაქალაქის მერი ?
რომელი მინისტრი ან დეპუტატი ?
ომის დაწყებამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და გაგანია ომის დროს დაბრუნდნენ – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, მარიკა ვერულაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით ბეჟუაშვილი.
ალექსანდრე ხეთაგური, პრეზიდენტის დავალებით, ჩავიდა აზერბაიჯანში საწვავის საკითხების მოსაგვარებლად.
ნაძირალაა ყველა, ვინც ამას ამბობს.
ქართული ოცნება არის ლაჩარი ხელისუფლება და უნდა, რომ ყველა იყოს ლაჩარი. ომის თემა არის ერთადერთი, რომელიც არ უნდა გამოიყენო იმ მარაზმისთვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებს ხელისუფლება. მაგრამ ეს ხომ მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ხალხი დაარწმუნონ – ჩვენა ვართ ფარჩაკი ერი, ლაჩარი, მშიშარა, უმაქნისი და რუსის ჩექმის მლოკავი. ლაჩრობით არასდროს არავინ გადარჩენილა და არც არაფრისთვის მიუღწევია. ,,პატარა სოფელი”, როგორც ივანიშვილმა უწოდა.
ახლა დავსვათ შეკითხვა – რას აკეთებდა იმ დროს ივანიშვილი ? ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა აუდიომასალებმა დაადასტურა, რომ რუსეთის ელჩის მოსყიდვით, მტერთან ურთიერთობების დალაგებითა და რუსეთისთის მორჩილების დადასტურებით იყო დაკავებული, თან მოსკოვში გადასაბარგებლად ემზადებოდა. ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული. აუდიოჩანაწერები გაკეთებულია 2008 წლის სექტემბერში.” – წერს სანაია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share